დღეს მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაცია იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო.
მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილის”, “სამგორისა” და “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.