ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან. ეროვნული ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეიკრიბებიან.
სპორტსმენების მტკიცებით, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა.
„მას უნდა ეყოს გონიერება და ადამიანობა, რომ ბოლოს მაინც მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მან დატოვოს დაკისრებული ვალდებულებები. გამოსავალი არსი მხოლოდ ერთ, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იმ თანამოაზრეებთან ერთად, რომ ვინც თვლის, რომ დავით ქევხიშვილი ყველაფერში მართალია ამ ბიჭებთან და აბსოლუტურად არაფერში არ ტყუის და არანაირი ხარვეზი არ ჰქონია ამ ხნის განმავლობაში,“-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
დავით ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს და დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრას 10 მაისს, საგანგებო ყრილობაზე გეგმავს.