ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით“ შემოდის, წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და მისი უსაფრთხოების წესებს ეხება. როგორც ირკვევა, მსგავსი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე.
ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის საკმაოდ ბევრი ფაქტი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ცვლილებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ხანძრის ჩაქრობისათვის აუცილებელი საშუალების – ჰიდრანტის გამოყენების უზრუნველყოფისათვის სამართალდარღვევის სახე. კერძოდ, დგინდება წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომლის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. აღნიშნული პასუხისმგებლობა წყალსადენის ქსელის მფლობელს და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მიღებული აქვს მიწერილობა სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების-ტექნიკური გაუმართაობის შესახებ და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოუფხვრია დაზიანება/გაუმართაობა.