საკუთარ სახლში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა” ავრცელებს.
განცხადების თანახამდ, პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც სიტუაციის შეცვლისთვის არაფერს აკეთებს.
„მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის.
რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე.“- ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა ასეევ მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ სუბსტანციების მიღებისაგან.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა” ვადგენთ დეტალებს, ვსწავლობთ სიტუაციას და ვრცელ განცხადებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მანამდე კი მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციების მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ „მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი / ფენტალინი).
მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს.
გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ქვეყნის მასშტაბით”, – ნათქვამია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.