ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ქევხიშვილის თქმით, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და ის საკუთრ სიმართლეს დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები წყვეტენ ვარჯიშსაც.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ფედერაცია სპორტსმენების და ნაკრების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ამასთანავე ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მოთხოვნა არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

იტვირთბა....