მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, შოთა თოდუას ოჯახს, ზუგდიდის მერია 1000 ლარს გადასცემს, – ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავჯდომარემ, მამუკა წოწერიამ განაცხადა. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.
შოთა თოდუა 96 წლის ასაკში მიმდინარე წლის 19 აპრილს გარდაიცვალა, მას არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ ოთხი ვეტერანი ცხოვრობს.