ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეჭიაური: “არ ვიცი სადღობელაშვილი რისი წევრია, თავდებად მისი მშობლების თხოვნით დავუდექი”

სადღობელაშვილს მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც შემეძლო გავაკეთე და თავდებში დავუდექი მათ, რათა სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ჩატარდეს. მსგავსი ადრეც გამიკეთებია”, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას თამაზ მეჭიაური.

“მე არ ვიცი ლადო სადღობელაშვილი “ქართული მარშის” წევრია თუ ვისია. მეორე დაკავებულია დოლენჯაშვილი თუ არ ვცდები. მე მომმართეს მათმა მშობლებმა, შეხვდი მათ და გამოთქვეს სურვილი, რომ შუამდგომლობა გამეწია ხელისუფლებასთან. თვლიან, რომ უკანონოდ არიან მათი შვილები დაკავებულები. მე ხელისუფლების მაგივრად მათ გარანტიას ვერ მივცემდი. მე ვუთხარი, რომ სადამდეც შევძლებდი, იქამდე მივიტანდი ამ საკითხს.

მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც შემეძლო გავაკეთე და თავდებში დავუდექი მათ, რათა სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ჩატარდეს. მსგავსი ადრეც გამიკეთებია. ზოგადად, ვიცი, რომ ჟურნალისტები უარყოფითად მოიხსენიებდნენ მართმადიდებლობას და ეს გააპროტესტეს დაკავებულებმა. შეიძლება ჩემთვის არა მისაღები მეთოდებით, რადგან მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მე მშობლების მესმის, გავითვალისწინე მათი თხოვნები და დავდექი თავდებად”, – აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ “ქართული მარშის” წევრებს თავდებში დეპუტატები და თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური დაუდგნენ.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

იტვირთბა....