ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიას 600-ზე მეტჯერ მიმართა

ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიას 600-ზე მეტჯერ მიმართა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტჯერ, 609-ჯერ მიმართა. წერილები 2012-2016 წლებშია გაგზავნილი. ეს ინფორმაცია On.ge-მპრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბესელიას მიერ მიწერილი 608 წერილი ინდივიდუალური იყო, ერთი კი – ზაზა პაპუაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად.

2012 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით შეწყალების კომისიას 20-ზე მეტჯერ შეწყალებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მანანა კობახიძემ (38), გედევან ფოფხაძემ (27), ლაშა თორდიამ (26), ჯონდი ბაღათურიამ (23) და დიმიტრი ლორთქიფანიძემ (22) მიმართეს.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მსგავსი შინაარსის წერილები გააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხვდნენ მოქმედი პარლამენტიდან ყველა პარტიის წარმომადგენლები.

იტვირთბა....