ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუცნაშვილი: “გაგიხარდებათ პრეზერვატივზე თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ფოტო რომ გამოსახონ”

ჩვენ გვაქვს დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, რომ ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ და შესაბამისად, მით უმეტეს, წმინდანებზე ცუდს არ ვსაუბრობთ, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის “აიისას” დაჯარიმებას.

“ჩვენ გვაქვს დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, რომ ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ და შესაბამისად, მით უმეტეს, წმინდანებზე ცუდს არ ვსაუბრობთ. უხეში შედარება რომ მოვიყვანო, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის წევრი რომ გამოსახონ “პრეზერვატივზე” როგორ ჩაითვლება ეს საზოგადოებაში?

მოგეწონებათ თქვენი ოჯახის წევრები იყოს მასზე გამოსახული. ან თქვენი ფოტო რომ გამოსახონ გაგიხარდებათ?მე მგონი, არ გაგიხარდებათ. თუ ვინმე ხართ ასეთი მაზოხისტი, რომ თქვენი სახის გამოსახვა მოგეწონებათ, მაშინ მე თქვენს აზროვნებას პატივს არ ვცემ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....