ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბალანსის დაცვა ყველა მოქალაქეს ევალება”: სოფო კილაძე “აიისას” დაჯარიმებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა ქართული პრეზერვატივების ბრენდ “აიისას” მიმართ სასამართოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვით, მის დამფუძნებელ ანანია გაჩეჩილაძეს 500 ლარის გადახდა დააკისრეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის დიზაინი არაეთიკურია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და გამოხატვის თავისუფლებამ არ შეურაცხყოს სხვა ადამიანების უფლებები:

“გამოხმაურებიდან გამომდინარე, რაც იყო საზოგადოებაში, ადამიანებმა, რომლებმაც, ჩვენ, კომიტეტს მოგვმართეს, დაგვეცვა მათი რელიგიის თავისუფლება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ  მნიშვნელოვანია ადამიანები გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ ჩვენმა გამოხატვის თავისუფლებამ არ შეურაცხყოს სხვა ადამიანები. ძალიან რთულია აქ მიჯნის გავლება. ორივე სიკეთე უნდა დავიცვათ, მაგრამ ამ ორ სიკეთეს შორის ბალანსის დაცვა ყველა მოქალაქეს ევალება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მნიშვნელოვანი” – განაცხადა კილაძემ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “აიისას” დამფუძნებელ ანანია გაჩეჩილაძეს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რადგან ჩათვალა, რომ მისი შეფუთვა არაეთიკურია.

იტვირთბა....