ტულის ოლქში, სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს გამოძიება 12 წლის მოსწავლის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელსაც მიტოვებული სახლის კედელი დაეცა. – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
წინასწარი გამოძიებით ირკვევა, რომ გუშინ, 3 არასრულწლოვანი ძმა მიტოვებულ სახლის ნანგრვებთან ცდილობდა კედლიდან აგურების გამოძრობას მისი შეგროვების მიზნით, რა დროსაც ერთი საკმაოდ მაღალი კედელი ჩამოინგრა და ერთ-ერთ, 12 წლის ძმას დაეცა. არასრულწლოვანი საავადმყოფოსკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა რუსეთში მსგავსი შემთხვევისა. რამდენიმე ხნის წინ იმავე მიზეზით კრასნოიარსკის ოლქში ადამიანი გარდაიცვალა.