რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებს არ გააძლიერებდა. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრაღაში, Stratcom-ისკონფერენციაზე განაცხადა. გენერალ პეტრპაველის თქმით, ნატო-ს სამხედრო კომპონენტის გაძლიერების მიზეზი, რუსეთის მიერ საერთაშორისო სტანდარტების უგულვებელყოფა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
ნატო-ს გენერლის განცხადებით, ბალტიისა და შავ ზღვებზე სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას შემაკავებელი ეფექტი ექნება. პეტრ პაველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ იზიარებს დასავლეთის ღირებულებებს და ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგით უკმაყოფილოა.
„რუსეთი ცვლილებებს საკუთარი საზოგადოების მოდელით ცდილობს, ორიენტირებულია ჰიბრიდული ომის საშუალებებზე, რაც ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში პროპაგანდით გამოიხატება“, – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.