ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე: წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა

კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებ გვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.

კიბერთავდასხმის შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადასტურებენ რომ მათ მონაცემთა ბაზებს პრობლემები აქვს.
„კურიერის“ კითხვაზე შეექმნება თუ არა ფრენებს პრობლემები მონაცემთა ბაზების წაშლის გამო, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ავიარეისები შეუფერხებლად შესრულებულიყო.

„კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ კიბერთავდასხმის დროს მთელი სისტემა დაბლოკეს და წაშლილია მონაცემები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოკვლევა კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....