დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 100 წლოვანი ჭადარი უკვე ანაკლიის სანაპიროზეა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ხის ტრანსპორტირება სოფელ დიდინეძიდან დაიწყო და დღეს გაგრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში კი ვიდრე ხე გადაჰქონდათ, შეზღუდული იყო მოძრაობა.
განადგურებულია საგზაო ნიშნები, მოჭრილია ხის ტოტები, 11 სოფელში კი გათიშული იყო ელექტროენერგია.
ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ არაგაბარიტული ტვირთის გატარების თაობაზე შემოსული განცხადების საფუძველზე კომპანიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა.