ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ “აიისას” დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების “აიისა” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ  პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა არაეთიკურია.

თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ “აიისას” არასათანადო და არაეთიკური რეკლამა აქვს და დასაჯარიმებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი.

კომპანიასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ქართულმა იდეამ მიმართა.

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს”, – ვკითხულობთ ქართული იდეის მიერ თბილისის მერიისთვის მიწერილ წერილში.

თბილისის მერიამ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლით გამოწერა. ამ მუხლით ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი – 3 000 ლარით ჯარიმდება.

მერიას მიაჩნია, რომ აიისამ ერთდროულად რეკლამის შესახებ კანონის ორი მუხლი დაარღვია:

არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების,რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესი

იტვირთბა....