დღეიდან ლიტვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებს. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დღეს, დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.
ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და „ტვიტერზე“ საქართველოს ქართულ ენაზე ულოცავს.
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება – დღეიდან საქართველოს ვუწოდებთ! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს“ – წერს „ტვიტერზე“ ლინას ლინკევიჩუსი.