ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქუცნაშვილი: “ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის”

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი.

მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....