ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში “მეტრონომს” ფაქტი დაუდასტურეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს. სუს-ში ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მიმდინარეობს დაკავებული პირის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.