სოფელ კვირიკეში მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, ოჯახებს სასმელი წყალი უკვე ერთი კვირაა გრაფიკით მიეწოდებათ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებ
ადგილობრივები ამბიბენ, რომ სოფელში სამშენებლო კომპანია კარიერს მოიპოვებს, სამუშაოების დროს ხშირია აფეთქებებიც. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ წყლის რეზერვუარი ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს დაზიანდა.
მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებიც დაიბზარა. დაშრა წყაროს წყლებიც. ლოდებით დატვირთული მძიმე ტექნიკა კი სოფლის ცენტრალურ გზას აზიანებს.
ქობულეთის მერი წყლის რეზერვუარის დაზიანების ფაქტს არ ადასტურებს. მირიან ქათამაძის თქმით, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან. ამბობს, რომ სოფელ კვირიკეს მოსახლეობას წყალი უკვე წლებია გრაფიკით მიეწოდება. ახალ მარაგებზე კი მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაზიანებულ საავტომობილო გზას და ინფრასტრუქტურას. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ კარიერის მომპოვებელ და გადამზიდავ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმება მიღწეულია, ისინი მზად არიან ხელშეკრულება გააფორმონ და სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალი აანაზღაურონ.
პროცესებში ჩართულია არიან სოფელ კვირიკეს მკვიდრებიც. მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი შეხვედრა დღეს შედგება.