ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ესპანეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ვალენსიაში ბინების გაქურდვის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულია 46 წლის მამაკაცი და 43 წლის ქალი, რომლებიც რამდენიმე ბინის კარის გაღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

სამართალდამცავებს ერთ-ერთი ბინის გაქურდვის მცდელობის შესახებ თვითმხილველებმა შეატყობინეს. ადგილზე მისულ პოლიციას ქალი და მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც გაქცევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ვალენსიის პოლიციაში ამბობენ, დაკავების დროს წყვილს 13 სხვადასხვა სახის მეტალის ხელსაწყო აღმოაჩნდა, რომლითაც ისინი ბინების კარის გაღებას ცდილობდნენ.

იტვირთბა....