გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში უკანონოდ მოპოვებული 2430 მ3-მდე ხე-ტყე ამოიღეს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება ბოლო ერთ თვეში, რეგიონების მიხედვით:
ქვემო ქართლი – 75 ფაქტი;
კახეთი – 70 ფაქტი;
შიდა ქართლი – 61 ფაქტი;
სამცხე-ჯავახეთი – 59 ფაქტი;
იმერეთი – 58 ფაქტი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42 ფაქტი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30 ფაქტი;
მცხეთა-მთიანეთი – 20 ფაქტი;
აჭარა – 19 ფაქტი;
გურია – 8 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე, აპრილის თვეში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. მათი ცნობით, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
დეპარტამენტის განცხადებით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.