ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-მ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები “javelin” გადასცა

აშშ-მ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები “javelin” გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას “1ტვ” აცხადებს.

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაადასტურა. შეიარაღების გადაცემის შესახებ განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

შეიარაღების ღირებულება საერთო ჯამში 47 მილიონ დოლარს შეადგენს.

“Javelin”-ების უკრაინისთვის მიწოდების მთავარ წინაპირობაა ის, რომ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები დონბასში ე.წ. გამყოფ ხაზთან არ განთავსდება. ამის მიზეზად სახელდება საფრთხე, რომ ეს იარაღი შესაძლოა, საოკუპაციო რეჟიმის სამხედროების ხელში მოხვდეს.

იტვირთბა....