ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია „კასტა“: რჩევები, რომელიც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

სახლის ინტერიერი – საკითხი, რომლის მოგვარებაც საკმაოდ რთულია, თუმცა რომლის შედეგიც ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია სამზარეულოს შემთხვევაშია, რადგან აღნიშნული სივრცე ვიზუალთან ერთად ჯანმრთელობასთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ სამზარეულოს ინტერიერის შერჩევისას ორივე მხარე მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ, ლამაზი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელიც.

თუ გინდათ, რომ სამზარეულო დიდ ხანს გემსახუროთ და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ, მთავარი აქცენტი სამზარეულოს ზედაპირის მასალის ეკოლოგიურ სისუფთავეზე გააკეთეთ. მიზეზი მარტივია – მას საკვები პროდუქტები პირდაპირ ეხება.

ხშირად სამზარეულოს შერჩევისას, მთავარ აქცენტს მის ფასადზე აკეთებენ ხოლმე, რაც დიდი შეცდომაა. თავდაპირველად უნდა შეარჩიოთ სამზარეულოს ზედაპირი, ყურადღება გაამახვილოთ მასალის ბუნებრივობასა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ, ფასადის არჩევა. ფასადი მხოლოდ ინტერიერია, სამზარეულოს ზედაპირი კი პირდაპირ კავშირშია საკვებთან და შესაბამისად, თქვენს ჯანმრთელობასთან.
„კასტა“ სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სამზარეულოს ზედაპირების ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მასალა შემოაქვს. საინტერესოა კომპანიის მიერ წელს ჩამოტანილი სამზარეულოს ზედაპირების უახლესი კოლექცია, რომელსაც დაფარვის მაღალი ხარისხი გააჩნია. კომპანია „კასტას“ მიერ შემოტანილი სამზარეულოს ზედაპირები ნამდვილად თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
„კრონოშპანის” ახალი, ინოვაციური, 2018-19 წლის სამზარეულოს ზედაპირების შესახებ და იმაზე თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კომპანიის მიერ წარმოებული სამზარეულოს ზედაპირები „მეტრონომთან“„კასტას“ დირექტორი ბესო ბაღდავაძე გვესაუბრა.

მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ მათი სამზარეულოს ზედაპირების მასალის შემოწმება მოხდა. სინჯის მიხედვით, მასალა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი აღმოჩნდა.

ბაღდავაძის განცხადებით, სამზარეულოს ზედაპირები, რომლებიც დღეს ბაზარზე არსებობს, მათ მიერ შემოტანილი მასალისგან ბევრად განსხვავდება. სამზარეულოს ზედაპირისთვის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მასალა გარკვეული პერიოდი უძლებს ცივ და ცხელ საკვებთან შეხებას, თუმცა მაღალი გამძლეობით მაინც არ გამოირჩევა. „კრონოშპანის” სამზარეულოს ზედაპირები კი ამ კუთხით ყველაზე გამძლეა.
უხარისხო სამზარეულოს ზედაპირების შემადგენლობაში შედის ფარმალდეგიტი – წებო, რომელის სიცხის ზემოქმედების დროს აორთქლება გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, „კასტას“ დირექტორი ამბობს, რომ სამზარეულოს ზედაპირისთვის გამოყენება ჯანმრთელობის კუთხით რეკომენდირებული არაა.

ამ კომპანიის მიერ წარმოებული სამზარეულოს ზედაპირები ქიმიურ ნივთიერებებთან შეხების თვალსაზრისით საკამოდ გამძლეა. მას ასევე თავისუფლად შეგვიძლია ნესტგამძლეც ვუწოდოთ. ზედაპირის ხშირი დასველებაც არ არის საშიში, რადგანაც ის წყალგამძლეც არის და მისი გაფუჭება ასეთი ადვილი არაა.

„სამზარეულო ის ადგილია, სადაც საპირფაროშოზე მეტი ბაქტერიაც კი შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ინტერიერის დაგეგმვისას სასურველია აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე კეთდება. თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, მასში არ უნდა იყოს პლასტმასი და სხვა ხელოვნური ნივთიერებები. მაგალითად, პლასტმასი ცხელთან ურთიერთობისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ასევე უმჯობესია, თუ მასალის მისაღებად ან მისი ფორმის შესაცვლელად ტექნოლოგიური ჩარევა არ იქნება სჭირო. გაითვალისწინეთ, თქვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება“,- განმარტავს კასტას დირექტორი ბესო ბაღდავაძე.

თუ თქვენ სამზარეულო უკვე მოაწყვეთ და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეთ, რომ ნაკლებად ჯანმრთელი მასალა გაქვთ გამოყენებული ან ის უკვე დაზიანდა, სულაც არაა გვიანი. სამზარეულოს ზედაპირის გამოცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი ძირითადი კონსტრუქციისა და ფასადის დაზიანების გარეშე. ამიტომ სწორედ დროულია, რომ „კასტას“, მიერ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.

 

 

 

 

იტვირთბა....