„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ 88 819 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა, სხვადასხვა პირობებით, რეგიონში ადგილობრივ კომპანიებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. ინფორამციას “კომერსანტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 6 ჰექტარზე მეტი მიწა ქობულეთში, ყველაზე ნაკლები (2 944 კვ.მ) კი შუახევშია გასხვისებული.
7 კომპანიამ, რომელსაც მიწები 1 ლარად გადაეცა, სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმებით, ვალდებულებები ამ წლის სექტემბრამდე უნდა შეასრულოს.
კომპანიებმა გადაცემულ მიწებზე საწარმოები, საამქროები და ა.შ. უნდა ააშენონ.