ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელყუმბარა ბიზნესმენის კართან იყო დადებული: ახალი დეტალები ქსნის ქუჩაზე მომხდართან

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” იუწყება.

სააგენტო ესაუბრა ჟურნალისტ ნათია კუპრაშვილს, რომლის თქმით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეხების შემთხვევაში აფეთქდებოდა.

„მე ყუმბარა განაღმვის შემდეგ ვნახე. როგორც კრიმინალისტები საუბრობდნენ ყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და მოხსნილი ჰქონდა „კალიცო“, ანუ გათვლილი იყო ასაფეთქებლად და შეხების შემდეგ მოქმედებაში მოვიდოდა. ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული ბიზნესმენია და კარგი ადამიანია. თუმცა აფეთქების შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ მას არ ემუქრებოდა. ხშირად ტერიტორიაზე ბავშვები მოძრაობენ. რას შეიძლება უკავშირებდეს თავად ის პირი, ვის კართანაც იპოვეს ხელყუმბარა, არ ვიცი, მე მასთან არ მისაუბრია“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

იტვირთბა....