საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნიკა მელია პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებას აფასებს და აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ და არანორმალურად მოკლე ანგარიში იყო. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
მელიას თქმით, პრეზიდენტის ანგარიში ძალიან სუსტი იყო, რისი მოლოდინიც მას ნაკლებად ჰქონდა.
ნიკა მელია ამბობს, რომ პრაქტიკულად გიორგი მარგველაშვილს მთავარ პრობლემებზე არ უსაუბრია. იგი ვარაუდობს, რომ მარგველაშვილმა არჩია ასეთი გაშმაგებული “ქართული ოცნების” დეპუტაციის წინაშე ასეთი არაფრისმთქმელი ანგარიშით წარდგენილიყო.
„საერთოდ არ მეგონა, რომ სუსტი ანგარიში ექნებოდა, მაგრამ ამდენად სუსტი რომ იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა.
პრაქტიკულად არაფერი უთქვამს, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და დასკვნითი ანგარიში გაქვს და ძალიან მალე აღარ იქნები ქვეყნის პრეზიდენტი, მე მიმაჩნია, რომ ანგარიშში გაცილებით მეტი უნდა ეთქვა. სიტყვა ნათქვამი არ არის სასამართლო სისტემაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მედიასაშუალებებზე და თქვა, რომ რიგი მედიასაშუალებები უბრალოდ მოლოდინში არიან სტრესული ვითარებისა, თითქოს არ არის, როგორც მინიმუმ რიგი მედიასაშუალებები, რომლებიც უკვე წლებია ცხოვრობენ სტრესულ ვითარებაში ჩემი ბიძაშვილიც რომ იყოს მარგველაშვილი, კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ანგარიში მოსმენის შემდეგ. უახლოესი ჩემი მეგობარი რომ იყოს, ვერანაირ პოზიტიურ ვერცერთ სიტყვას ვერ ვიტყვი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც არ უთქვამს,“ – აცხადებს ნიკა მელია.