ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუკრი ქანთარია: “პრეზიდენტმა ამ გამოსვლით გვითხრა, სულ კარგათ იყავითო”

მე ველოდი, რომ პრეზიდენტი უფრო სიღრმეში ჩავიდოდა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა.

“მე ველოდი, რომ პრეზიდენტი უფრო სიღრმეში ჩავიდოდა. ვფიქრობ, ზედაპირული გამოსვლა ქონდა. თუ საპრეზიდენტო კამპანიას აპირებდა, უფრო მეტი კრიტიკა უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს თუ არა კენჭი. მისი გამოსვლა ერთგვარი ჟესტი იყო – სულ კარგად იყავითო. რაც შეეხება დებატებს – მე გამოსვლას არ ვაპირებ”, – განაცხადა ქანთარიამ.

დღეს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

იტვირთბა....