ახალი ამბები მთავარი

მარგველაშვილი: “ჩემი ყველაზე დიდი მოწოდებაა შევცვალოთ საარჩევნო კანონი ახლავე და არა – 2024 წელს”

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ერთ-ერთი თემა, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის ცვლილება, რომელიც მთავარი ვალდებულება იყო, უვადოდ გადადეს.

“სასამართლო სისტემა, მართლა რთულია რეფორმა და ამ ერთ დღეში ვერ გააკეთებ, მაგრამ საფუძვლის ჩაყრა სასამართო სისტემის ცვლილებისათვის, ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. რა ვუქენით ამ ვალდებულებას? უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე მედიის თავისუფლების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის განცხადებით, მართალია მედია გათავისუფლდა ძლადობრივი სირთულეებისგან, თუმცა გარკვეული არაძალადობრივი სირთულეების შექმნა მაინც ხდება:

” მედია ნამდვილად გათავისუფლდა და შტურმები არ ხორციელდება, თუმცა რაღაცა ტიპის არაძალდოვბრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მაინც ხდება. ჟურნალისტები სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ რაღაცა სირთულეები იქნება მათ წინაშე”- აღნიშნა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ 6 წლის განმავლობაში, ჩვენ შევავსუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის შექმნა, რომელიც უფრო სწრაფად მიემბებოდა საზოგადოებას.

“ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელშიც შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიშია მმართველი პარტიისთვის”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოსვლის ბოლოს კი პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონი ახლავე და არა 2024 წელს:

“ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ, ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისათვის”- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში 3-ის ნახევარზე განახლდება.

იტვირთბა....