პრინციპში, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ, საკკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, მას პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში უფრო მეტი უფლებები და პრეროგატივები უნდა ქონდეს.
“პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ვფიქრობ, რომ იყო შეთანხმებული, ადამიანებმა ეს საკითხი გაიარეს. საბჭოს მიღმა დარჩა პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე. პრინციპში, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, მას პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში უფრო მეტი უფლებები და პრეროგატივები უნდა ქონდეს. ის თავად გააჟღერებს შეხედულებებს, მას უფრო ჩამოყალიბებული აქვს. ჩვენ არ ვყოფილვართ იქ და ბევრს ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება დაძაბულობა – ეს აღარ იგრძნობა. არავინ არავის ბრალს არ უყნებს და წესებს არ უყალიბებს. დანარჩენი ყრილობაზე გახდება ცნობილი”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაასახელა.
პოლიტსაბჭოში იქნებიან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, თამარ ჩუგოშვილი, ილია ნაკაშიძე, კახა კალაძე, დიმიტრი სამხარაძე, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი და დავით საგანელიძე.