ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საგანელიძე: “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორიც ვიქნები და “ოცნების” პოლიტსაბჭოშიც ვრჩები”

პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა ბრძანა, რომ აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არაა, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

“ზოგი დარჩა, ზოგი ახალი წევრია. მე დავაყენე საკითხი ჩემთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა დავტოვო იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ქვეყნის უმსხვილესს საფინანსო რესურსს ვხელმძღვანელობ და შესაძლებელია, ჯობდეს ასეთ საფინანსო ინისტიტუტს არაპოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობდეს. თუმცა პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა ბრძანა, რომ აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არაა”, – განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაასახელა.

პოლიტსაბჭოში იქნებიან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, თამარ ჩუგოშვილი, ილია ნაკაშიძე, კახა კალაძე, დიმიტრი სამხარაძე, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი და დავით საგანელიძე.

იტვირთბა....