ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აკაკი ზოიძე: “პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარის გემოვნებაზე უნდა ყოფილიყო მოწყობილი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებაში ყველამ მიიღო მონაწილეობა.

“ჩვენ ვიმსჯელეთ და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭო ამ შემადგენლობით ყოფილიყო წარმოდგენილი. პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარისთვის შესაბამისი და მოქნილი ინსტრუმენტი პარტიული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად და პარტიის სტრატეგიის განსასაზღვრად. ანუ, შესაბამისად, პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარის გემოვნებაზე უნდა ყოფილიყო მოწყობილი. ჩამოვყალიბდით ვინ უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოში მთავრობიდან, უმრავლესობიდან და ა.შ. “, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაასახელა.

პოლიტსაბჭოში იქნებიან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, თამარ ჩუგოშვილი, ილია ნაკაშიძე, კახა კალაძე, დიმიტრი სამხარაძე, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი და დავით საგანელიძე.

იტვირთბა....