ქუთაისში ძლიერმა ქარმა ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ხე მოგლიჯა. შემთხვევას ირგვლივ მოსიარულე მოქალაქეები სასწაულებრივად გადარჩნენ. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ონლაინ გაზეთი “ქუთაისითუდეი” ავრცელებს.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. გარდა ამისა, ქალაქის უმეტეს უბნებს, ძლიერი ქარის გამო, არ მიეწოდება ელექტროენერგია.