ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 200 დოლარისა და 12 000 ლარის ღირებულების 4 ფერწერული ტილო: მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია

NDI-ს კვლევის თანახმად, 31%-ს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის შესახებ არ სმენია. ამ ინფორმაციის შემდეგ, საზოგადოებაში მდინარაძის მიმართ ინტერესი გაჩნდა.

„მეტრონომი“ დაინტერესდა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციით, რომელიც დეპუტატს 2018 წლის მარტში აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძეს 4 ფერწერული ტილო აქვს შეძენილი. ის ცნობილი მხატვრების, ეკატერინე ბაღდავაძის 3-ს, ხოლო ლადო გუდიაშვილის 1 ტილოს ფლობს.

ბაღდავაძის ტილო, რომელიც 2014 წელს შეიძინა, 15 000 დოლარად იყიდა. 2010 წელს კი გუდიაშვილის ტილო – 16 000 ლარად, ბაღდავაძის კიდევ ერთი ტილო, 2014 წელს 12 000 დოლარად შეიძინა, კიდევ ერთი კი 2013 წელს, რომელშიც 8 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის თანახმადვე, მისი მეუღლე ნათია კუნჭულია თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე 119,23 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. ხოლო თავად მდინარაძე კი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 74 კვ.მ ფართობის ბინას.

მდინარაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს დანაზოგი, 21 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანბამდებობაზე მისი წლიური შემოსავალი 65 625 ლარს შეადგენს.

მას დეკლარაციაში მითითებული აქვს რამდენიმე შენაძენის – მათ შორის რბილი ავეჯის- 2500 ლარი, აბაზანის ინვენტარის – 2260 ლარი და მობილური ტელეფონის ღირებულება – 2014,93 ლარი.

 

 

იტვირთბა....