ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნოდია: ივანიშვილის მეორედ მოსვლა მოულოდნელი იყო და მისი გადაწყვეტილებებიც ასეთი იქნება

პოლიტოლგი გია ნოდია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა, როგორც მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის, მისი საკადრო და სამთავრობო ცვლილებებიც ასეთივე მოულოდნელი იქნება. ნოიდია ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებები აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამიტომ ის ამ აუცილებლობას რომ ხედავდა პოლიტიკაშიც ამიტომ დაბრუნდა.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ის რადიკალურ ცვლილებებს ჯერ პოლიტსაბჭოდან დაიწყებს, თუმცა ძირითადად პარტიაში დაპირისპირებულ რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს, სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გახდება ნათელი. ნოდია ფიქრობს, რომ მას ჯერჯერობით არცერთის მხარი არ დაუჭერია.

„ფაქტია, რომ პარტიაში საქმე ძალიან ცუდად არის და ივანიშვილმა რაღაც ისეთი იცის, რაც საზოგადოებამდე ჯერ არ მოსულა. შესაბამისად, როგორც პარტიაში, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში რადიკალური ცვლილებები აუცილებლი იქნება. ფაქტია, რომ ივანიშვილი შიდა სახელმწიფო კრიზისის თავიდან აცილების გამო დაბრუნდა და მან ეს რისკები დაინახა.

სხვანაირად რთული იქნება ავხსნათ ის ამ თანამდებობაზე რატომ დაბრუნდა. ახლა ერთგვარი ინტრიგა არის, ის ვის მხარეს დაიჭერს. იქნებიან ესენი ე.წ. ძველები თუ ე.წ. ახლები. ფაქტია მის გადაწყვეტილებას თავად ეს ხალხიც ელის. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის შეცვლაც ასეთივე მოულოდნელი იქნება, როგორც მისი პოლიტიკაში დაბრუნება“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ნოდიამ.

იტვირთბა....