ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: მინისტრის 2018 წელს შევსებული დეკლარაცია

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესახებ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 43%-ს არ სმენია.   სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ მამუკა ბახტაძის მიმართ ინტერესი გაჩნდა. „მეტრონომი“ დაინტერესდა ახლადდანიშნული მინისტრის ქონებრივი დეკლარაციით.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დეკლარაცია 2018 წლის მარტში აქვს შევსებული.

დეკლარაციის თანახმად ის მცხეთაში, კოსმონავტების ქ.14-ში 355,05 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე 670 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული ვისი საჩუქარია აღნიშნული ფართები.

დეკლარაციის თანახმად, ჯიარ ტრანზიტში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რომლის პარტნიორია საქართველოს რკინიგზა, მიღებული შემოსავალი 37 465 ლარს შეადგენდა 17.12.2015 – 16.11.2017 პერიოდში.

ხოლო 23.07.2013 – 16.11.2017 პერიოდში 16 048 ლარს შეადგენს.  ასევე, ბახტაძის საქართველოს რკინიგზაში დირექტორად ყოფნის პერიოდში, რომლის პარტნიორია „საპარტნიორო ფონდი“, მისი შემოსავალი 18 4150 ლარს შეადგენდა.

მამუკა ბახტაძეს ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის თანამდებობაზე წელიწადში 11 151,43 ლარი აქვს შემოსავალი.

ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს, მთავორბაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაინიშნა.

იტვირთბა....