ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ს წევრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს​ შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს​ შეხვდნენ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა.
უეს მიტჩელთან მოლაპარაკებაზე სალომე სამადაშვილი, გიორგი ბარამიძე, ზაზა ბიბილაშვილი იმყოფებოდნენ. მანამდე კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში “ევროპული საქართველოს” ლიდერებს შეხვდნენ.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს იმ გეგმებზე ესაუბრნენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს განვითარების გზაზე დაბრუნება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა ხედვა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. როგორ უნდა ამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელშიც ივანიშვილის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ჩააგდო. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, გაზრდილია უიმედობის განცდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ განვითარების გზაზე“- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

იტვირთბა....