ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: “ხვალიდან სასიკვდილო შიმშლობას ვიწყებთ”

მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ხვალიდან ის სასიკვდილო შიმშილობას იწყებს და მოითხოვს დაკავებული 7 თანაგუნდელის გათავისუფლებას.

“შვიდმა პოლიტპატიმარმა ციხეში შიმშლობა უკვე დაიწყო. ხვალ 1 მაისს შუადღის სამ საათზე, დაპატიმრებული ბიჭების დედები და ჩვენ, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, ვუერთდებით ამ აქციას. სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება დიდი ბრიფინგი და შევუერთდებით მოშიმშილეებს.

ეს იქნება სასიკვდილო, ბოლომდე შიმშილობა. 81 წელს ირლანდიელებმა რომ გამოაცხადეს შიმშილობა, მსგავსი იქნება ესეც. გარდა ამისა, ლადო სადღობელაშვილსა ანემია აქვს და მიხეილ ამისულაშვილს გულის სასწრაფო ოპერაცია ჭირდება, ეს ორივე პატიმრობაშია. თუ უნდა ხელისუფლებას ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს, მიიღებს ამ ტრაგედიას და მერე არ ვიცი რა იქნება”, – აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამ ორგანიზაციის დაკავებული 7 წევრის გათავისუფლებას და იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომლებმაც მისი თქმით, „მარშის“ წევრების დაკავება დაგეგმეს.

ბრეგაძის თქმით, „ქართული მარში“ 30 აპრილს ამ მოთხოვნებით შიმშილობას დაიწყებდა.

იტვირთბა....