ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბარელი: ვაპირებ გავარკვიო რა ხდება ძიუდოს ნაკრებში და შევხვდე სამწვრთნელო შტაბს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  შოთა ხაბარელი “მეტრონომთან” ზვიად ზვიადაურის განცხადებას ეხმაურება. შოთა ხაბარელი თვლის, რომ ზურაბ ზვიადაურს ჰქონდა ძიუდოს ნაკრებში   არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია და განცხადება ამის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის ზვიადაურის მოსაზრებას კი არ იზიარებს, არამედ სჯერა, რომ ის მსგავს ინფორმაციას გადამოწმების გარეშე არ გააკეთებდა.

ხაბარელი ამბობს, რომ ზვიადაურის მიერ გახმოვანებული პრობლემები მისთვის აქამდე უცნობი იყო და ამის შესახებ არაფერი სმენია. დეპუტატი აცხადებს, რომ მას ზვიადაურთან პირადი შეხვედრა არ ჰქონია და თუ ნაკრებში ასეთი სახის პრობლემებია ის ამით დაინტერესდება. ხაბარელი ამბობს, რომ საკითხის გასარკვევად შეხვდება, როგორც სამწვთრნელო შტაბს, ასევე სპორტსმენებს და არსებული პრობლემების შესახებ პირადად მათგან მოისმენს.

“რა თქმა უნდა, საკმაოდ გულდასაწყვეტია, რომ წელს ძიუდოს ნაკრები პირველად  მენდლების გარეშე დაბრუნდა.  ჩვენ საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენები გვყავს და ყველა მათგანი ვინც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა, საკმაოდ სერიოზული მონაცემები აქვთ. ისინი საუკეთესო ხუთეულში არიან შესულები.

ყველაფერი გვქონდა იმისთვის, რომ მაღალი შედეგი გვეჩვენებინა. ამიტომ რა მოხდა ეს უკვე გასარკვევია. რაც შეეხება ზვიადაურის განცხადებას და ნაკრებში არსებულ პრობლემებს, ეს ყველაფერი აქამდე ჩემთვის უცნობი იყო. ვაპირებ შევხვდე ძიუდის ნაკრების სამწვრთვნელო შტაბს და სპორტსმენებს. მათგან დეტალურად მოვისმენ სინამდვილეში რა ხდება”,-განაცხადა ხაბარელმა “მეტრონომთან”.

„მინდა, ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების წინ იყო“, – განაცხადა ყოფილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს და ამის შედეგია თელ-ავივში ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების შედეგი -0.

იტვირთბა....