ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქაბულში თავდასხმას რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი დაიღუპნენ ქაბულის ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცლებს.

დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით თავი აიფეთქა ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან. აფეთქებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი და 45 დაიჭრა. ჟურნალისტების სიცოცხლე მეორე აფეთქებას ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“

ფოტო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....