პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე NDI -ის კვლევას „მეტრონომთან“ აფასებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს. ასევე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 52%-ი დადებითად ქალაქის მერის კახი კალაძის საქმიანობას აფასებს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას რაიმე სახის წარმატება აქვს, განსაკუთრებით სოციალური კუთხით, ეს ჯანდაცვის სფეროა.
ამიტომ სერგეენკოს ლიდერობა გასაკვირი არ არის. თუმცა მეორე ადგილზე პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ კახა კახიშვილის გასვლა ასევე, რეალური შეფასება იქნებოდა. ძაბირაძე ამბობს, რომ კალაძის რეიტინგი მისი საქმიანობის შეფასება უფრო არ არის, როგორც მის მიმართ საზოგადოების მიერ მიცემული კრედიტი.
„სერგეენკოს რეიტინგი მემგონი, რომ რეალურია და ეს მოსალოდნელიც იყო. ხელისუფლება თუ რამით უნდა ამაყობდეს ეს ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებია. საზოგადოებამაც მინისტრის მუშაობა სწორად და ადეკვატურად შეაფასა. რაც შეეხება კალაძის რეიტინგს, ეს არის მოსახლეობის მიერ მიცემული კრედიტი. კალაძემ მერის არჩევნები საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. ბუნებრივია, რომ ეს განწყობა მოსახლეობაში ჯერჯერობით ისევ არის. კალაძე არჩევნების შემდეგ მუხტსაც არ კარგავს საკმაოდ აქტიურია და პოზიტიური განწყობები შემოაქვს. თუმცა ეს მისი პირდაპირი რეიტინგი არ არის, მას ჯერჯერობით ნდობის მანდატი აქვს“,-განაცხადა ძაბირაძემ „მეტრონომთან“.
NDI -ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს