NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.
კითხვაზე რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ – შედეგები ასე გადანაწილდა.
აშშ – 30%
საქართველო – 17%
რუსეთი – 13%
აზერბაიჯანი – 3%
თურქეთი – 2%
გერმანია – 1%
არც ერთი – 13%
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.