„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას “ქართული ოცნება” აიღებდა, ეს ციფრი 28%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა”, ის 8% აიღებდა, ხოლო მესამე ადგილზე “ევროპული საქართველოა” – 4%-ით.
გამოკითხულთა 13% არც ერთ პარტიას დაუჭერდა მხარს. სხვა პარტიებს გამოკითხულთა 9% დაუჭერდა მხარს.
NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.