ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: მოსახლეობის 39%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 39%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, 29% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა კი არ იცის.

იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გაცილებით მაღალია. ხოლო ვისაც მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, მათი რიცხვი სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო მეტია.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

იტვირთბა....