ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეფასებები კონკრეტული პიროვნებებისგან ნაკლებად მაინტერესებს: ქევხიშვილის და ზვიადაურის დაპირისპირება გრძელდება

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ზვიად ზვიადაურს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბრალდებებს, რომელიც ზვიადაურმა ქევხიშვილის წინააღმდეგ გამოთქვა, ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხა.

დავით ქევხიშვილი ზვიადაურის განცხადებებს იმის შესახებ, რომ “ქევხიშვილმა ფედერაცია დაანგრია”, აბსურდულს უწოდებს. ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა. ამ ფაქტის გამო თელავივში ყოფნის დროს ფედერაციის პრეზიდენტი მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.

თბილისში დაბრუნებულმა დავით ქევხიშვილმა არ უარყო რომ შედეგი მართლაც კატასტროფულია და უახლოეს პერიოდში პრობლემის დეტალებზე მედიასთან ისაუბრებს.

„შეფასებები კონკრეტული პიროვნებებისგან ნაკლებად მაინტერესებს. რა თქმა უნდა მე მაინტერესებს ის ცუდი შედეგი და მიზეზები, რომელიც იყო. დიდი ხანია ის აბსურდულ რაღაცეებზე საუბრობს. ჯერ ჭრიკიშვილთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ თავად ჭრიკიშვილს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ნამდვილად გულშემატკივარს და არა ფსევდო გულშემატკივრებს, ყველაფერზე ამომწურავად გავცემთ პასუხს,“-განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
ისრაელში წარუმატებელი გამოსვლის გამო დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურმა საქართველოში ძიუდოს განადგურებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....