ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გივი ჭიჭინაძე: დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის – ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 57.86% მიიღო.

ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გვერდში დგომისთვის.

„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის – ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

მადლობა ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის.

ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....