ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, – განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას პირევლი არხი ავრცელებს.
ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება. საუბნო შემაჯამებელი ოქმები ცეესკოს მიერ მიეღებისთანავე აიტვირთება ვებ-გვერდზე. ასევე იმუშავებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიწოდება და ასევე ინფორმაციის მიეღება შეეძლებათ.
“20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე. 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
მისივე განცხადებით, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამების განთავსება ტელევიზიასა და რადიოში და ასევე არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღის განმავლობაში 4 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.
„აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.