აქტივობა ძალიან მაღალია, “ქართულ ოცნებას” აქვს დიდი მხარდაჭერა და დილიდან მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
“გივი ჭიჭინაძე გამოცდილი და საქმიანი ადამიანია. ის მიიღებს დიდ მხარდაჭერას და მზად არის მოვალეობის შესრულებას ხვალიდანვე შეუდგეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ ხონში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ვანელები და ხონელები პირველ წითელ ბარათს მისცემენ “ქართულ ოცნებას”.