ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„გეგმები, რაც გვქონდა გავაგრძელებთ. სამი წელი გუბერნატორი ვიყავი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილია. ბოლომდე მიყვანილი გვაქვს ინვესტორების შემოყვანა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ ბარათების გარეშე“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.
არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა – მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.