ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში საბაგირო იმ დროს გაჩერდა, როცა მგზავრები შიგნით ისხდნენ

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში საბაგირო არგო რამდენიმე საათია გაჩერებულია. მიმღები სადგურის მენეჯერი ამბობს, რომ ელექტოენერგია გაუფრთხილებლად შეუწყდათ. ამ დროს მგზავრები გონდოლაში ისხდნენ.

მირანდა ლამპარაძის განმარტებით, სათადარიგო გენერატორი მალევე ჩაირთო და ყველა მგზავრი ჩამოიყვანეს.

”სამწუხაროდ შუქი გაგვითიშეს, არ გაგვაფრთხილეს. სანამ მგზავრები იყვნენ, გენერატორზე ვამუშავეთ. ჩამოვიყვანეთ ყველა მათგანი და შემდეგ გავჩერდით. მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი ამ დრომდე არ არის, ასე გვითხრეს 6 საათამდე არ იქნებაო” – ამბობს მენეჯერი.

‘’ენრგო-პრო ჯორჯიაში’’ კი აცხადებენ, რომ შუქის გათიშვის შესახებ ინფორმაცია, საბაგიროს ადმინისტრაციაში გადაგზავნილი იყო.

ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 12 საათზე შეუწყდათ.

იტვირთბა....