აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. მოსახლეობა იმ სოფლების მკვიდრია, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსთვის გადაცემული მიწების სანაცვლოდ კომპენსაციის გაზრდას ითხოვდნენ.
მათი თქმით, თავის დროზე აუდიტის სამსახურმა მიწა 3,50 ლარად შეაფასა, რაც სახელმწიფოს მიერ დადაგენილ ფასს არ შეესაბამება. აქციაზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის “ნაციონაური მოძრაობის” წევრებიც.
შეკრებილებს მთავრობის წარმომადგენლი შეხვდა. კახა შაშიკაძის განმარტებით, კომპენსაციის დამატებაზე პასუხი მოსახლეობამ კომპანიისგან უნდა მიიღოს.
ქობულეთში ნაგავსაყრელს შპს „ჰიგიენა“ აშენებს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაარსებული კომპანიაა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, კომპენსაცია მოსახლეობაზე უკვე ორჯერ გაიცა.